Saturday, June 29, 2013



Intel-ის პროექტის რეფლექსია (1-ლი დღე 28.06.13)
  • ამ პროექტით გავეცანი თანამედროვე მიდგომებს, იმ საჭიროებებს, რომლებიც მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის. დავინახე, რომ პროექტებით სწავლება გაცილებით უფრო საინტერესო, პრაქტიკული და აზრიანია, ვიდრე ჩვეულებრივი გაკვეთილები. ამ ეტაპზე დავინახე, როგორ შეიქმნა საინტერესო პროექტები, როგორ იყო იგი შესაბამისი და მორგებული ერთი მხრივ, სტანდარტებთან, მეორე მხრივ, მოსწავლესა და მშობელთან, როგორ იყო შედგენილი შეფასების სქემები, როგორ ტარდება მისი მსვლელობის მონიტორინგი. . . შემექმნა წარმოდგენა, როგორ იქმნება პროექტები, როგორ უნდა დაგეგმო ისინი.
  • მომწონს ის, რომ პროექტებით სწავლება მოიცავს რამდენიმე დისციპლინას და სხვადასხვა უნარს, მნიშვნელოვანია ისიც, რომ აქ ჩართულია ყველა ტიპის მოსწავლე, ვგულისხმობ განსაკუთრებული საჭიროებების მოსწავლეებს, ჩართულია ასევე მშობელიც. მასწავლებელმა იცი, რომ სწორად დაგეგმილი პროექტი მოსწავლეებს ხელს უწყობს ცხოვრებაში გამოსადეგი უნარების ჩამოყალიბებას და განვითარებას.
  • მეგონა, რომ რთული, ზოგჯერ მიუღწეველიც კი იყო საინტერესო და პროდუქტული პროექტის შექმნა. ახლა ასე არ ვფიქრობ. მგონია, რომ შევძლებ. კარგი მაგალითი (შექმნილი პროექტები) დამეხმარება პროექტის განსაზღვრაში.

  • Intel-ის პროექტის რეფლექსია (მე-2 დღე 29.06.13)
  • დღევანდელ ტრენინგზე ვისწავლე, როგორ უნდა დავგეგმო პროექტი: 1. როგორ შევარჩიო თემა, 2. იდეა, 3. შეფასებები, 4. რამდენად შეიძლება მისი დაკავშირება ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან (რამდენად ავთენტურია).
  • ვნახე, როგორ უნდა შევარჩიო სწორი კითხვები (ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი), რომლებზეც გარკვეულწილად აგებულია პროექტი.
  • დაწვრილებით გავეცანი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, რომელი უნარები უნდა განუვითარდეთ მოსწავლეებს, როგორ უნდა იყოს დაკავშირებული ეს უნარები ამ პროექტთან.
  • საინტერესო იყო, რომ პროექტი უნდა შეფასდეს არა მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ, არამედ მის დაწყებამდე და მისი მსვლელობის დროს.
  • გავეცანი შეფასების სხვადსხვა მოდელს, იმას, თუ როგორ უნდა იყოს დაკავშირებული ეს შეფასებები პროექტის მიზნებთან, მოსწავლეების შესაძლებლობებთან.
  • ტრენერის დახმარებით შევქმენი ბლოგი.
  • დღეს მიღებული ინფორმაციით უფრო მეტი წარმოდგენა მაქვს იმაზე, როგორ შევქმნა საინტერესო პროექტი.
Intel-ის პროექტის რეფლექსია (მე-3 დღე 30.06.13)
  • დღეს განვიხილეთ პროექტში მუშაობისას რა ეტაპზე იწტებენ მოსწავლეები თანამშრომლობას,
  • როგორ უნდა გამოვიკვლიოთ, რომ პროექტი წარმატებით მიმდინარეობს,
  • როგრ უნდა ვაკონტროლოთ მისწავლეების პასუხოსმგებლობა ანგარიშვალდებულება ამ პროექტში.
  • გავეცანი, როგორ არის დაკავშირებული ერთმანეთთან მოსწავლეების საჭიროებები მიმდინარეობასთან (აქტივობებთან), ეს უკანასკნელი კი- შედეგთან.
  • აგვიხსნეს, რისი გამოყენების  უფლება გვაქვს პროექტში, როგორ უნდა დავიცვათ ინტელექტუალური საკუთრება.
  • მოსწავლის პოზიციიდან შევქმენი ბუკლეტი, რომლის შემდეგაც განვსაზღვრე შეფასების კრიტერიუმები.